Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას მიაწვდის
03/05/2021 13:33:47 მსოფლიო
Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს COVID-19-ის ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას მიაწვდის. კომპანიამ შესაბამისი შეთანხმება ვაქცინების ალიანსთან გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, Moderna ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა 2022 წელს. შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით.
”ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ COVID-19 ვაქცინაზე, ” - განაცხადა "მოდერნა"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა.
მისივე თქმით, მხარს უჭერენ COVAX- ის მისიას, უზრუნველყოს ფართო და სამართლიანი წვდომა COVID-19 ვაქცინებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო COVAX–პლატფორმასთან თანამშრომლობს.


