Accentnews.ge
“ეკლესიაში შეინიშნებოდა რეკომენდაციების დარღვევა. მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი“

“ეკლესიაში შეინიშნებოდა რეკომენდაციების დარღვევა. მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი“

03/05/2021 13:30:45 საზოგადოება

სპეციალისტები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ.

პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი სააღდგომო ლიტურგიის დროს რეკომენდაციების არასათანადო დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ეკლესიაში ყველაფერი იყო ორგანიზებული და დაცული, თუმცა შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის დარღვევა და პირბადის არასწორად მოხმარება.

მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რადგან არ ვიცით, იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის სიმპტომი. 14 რიცხვამდე უნდა მოხდეს საწოლფონდის და მსგავსი ინვენტარის მობილიზება, რადგან შესაძლოა, გაიზარდოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი”, – აღნიშნა ბულეიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S