Accentnews.ge
„სანუგეშოდ ვამბობ, რომ ვაკურთხებთ საფლავებს, რათა უყურადღებოდ არ დარჩნენ ჩვენი ახლობლები"

„სანუგეშოდ ვამბობ, რომ ვაკურთხებთ საფლავებს, რათა უყურადღებოდ არ დარჩნენ ჩვენი ახლობლები"

03/05/2021 13:15:16 საზოგადოება

მამა არჩილის (ხაჩიძე) ინფორმაციით, სასულიერო პირები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, დღეს დილიდან აკურთხებენ საფლავებს.

"უნდა გავიაზროთ, რომ პრობლემა იყო არა იმდენად სასაფლაოების მონახულება, რამდენადაც თავყრილობისათვის თავის არიდება. ამიტომაც, თანდათანობით ალბათ, რამდენადაც საშუალება ექნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი მრევლის წევრებს, შეიძლება გავნაწილდეთ. ეს დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ თანდათანობით, ალბათ, ყველა გავალთ ჩვენი ახლობლების საფლავებზე, მოვინახულებთ და ვახარებთ მათ ქრისტეს აღდგომას და მათ ამის მოლოდინს.

სანუგეშოდ მინდა, ვთქვა, რომ როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ისე სრულიად საქართველოში, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით და წმინდა სინოდის კურთხევით, სასულიერო პირები, რომლებიც ვმსახურობთ სასაფლაოებზე, ან იმ სასაფლაოზე, სადაც ტაძარი არ არის, მაგრამ, რომელთანაც ახლოს მდებარეობს რომელიმე ტაძარი, გავდივართ დღეს დილიდან ჩვენს სასაფლაოზე და ანალოგიურად სხვა სასაფლაოზეც, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში 3 მოძღვარი დავდიოდით მთელი სასაფლაოს მასშტაბით, მთელ პერიმეტრზე და ვაკურთხებდით ყველგან საფლავებს იმისათვის, რომ უყურადღებოდ არ დარჩენილიყვნენ ჩვენი წინაპრების და ახლობლების საფლავები,"- განაცხადა მამა არჩილ (ხაჩიძემ).

შეგახსენებთ, რომ 2–3 მაისს საფლავებზე გასვლა აკრძალულია. შეზღუდვის დარღვევა 2 000–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S