ბრიუსელში რუსეთის ელჩი დაიბარეს
03/05/2021 13:01:40 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონულტაციებისთვის დაიბარა.
ევროკავშირი კრემლის მიერ რვა ევროპელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო პროტესტს გამოთქვამს.
„რუსეთის ელჩი დაბარებულია. მას დღეს საღამოს ევროკომისიის გენერალური მდივანი გაესაუბრება, მკაცრად დაგმობს და პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს. რუსეთის ამ ქმედებას ლეგალური ახსნა არ აქვს და ყველა ეს კონტრსანქცია პოლიტიკურადაა მოტივირებული“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ევროკავშირის რვა მაღალჩინოსანს სანქციები 30 აპრილს დაუწესა. მათ შორის არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი და სხვები.


