Accentnews.ge
ევროკავშირმა ჯანმო–სა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინიებით აცრილი ტურისტებისთვის შესაძლოა, საზღვრები გახსნას

ევროკავშირმა ჯანმო–სა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინიებით აცრილი ტურისტებისთვის შესაძლოა, საზღვრები გახსნას

03/05/2021 12:06:13 მსოფლიო

ევროკავშირმა ჯანმო–სა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინიებით აცრილი ტურისტებისთვის შესაძლოა, საზღვრები გახსნას. შესაბამისი რეკომენდაციით ევროკომისია გამოვიდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ის მოქალაქეები, რომელთა მოგზაურობა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირთათვის, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამასთან, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არის აცრილი.

ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამ რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით არიან აცრილი, რადგან ჩინური "სინოფარმი", რომლითაც ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან დაიწყება, ჯანმო–სა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ჯერ არ არის ავტორიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S