Accentnews.ge
"ვაქცინას პლუს მედიკამენტი პანდემიის 100%-იანი დასასრული არის"

"ვაქცინას პლუს მედიკამენტი პანდემიის 100%-იანი დასასრული არის"

03/05/2021 11:39:48 საზოგადოება

"ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100%-იანი დასასრული", – ასე ეხმიანება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომ წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღდეგო მედიკამენტი მზად იქნება.

„ფაიზერის" აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და ტაბლეტური, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვის. ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერ–ჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის. თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე ფაზის გატარებას, ყოჩაღ მათ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უფრო წინ არიან კვლევაში, ვიდრე ეს პფაიზერის გამოცხადებული მედიკამენტი. მათგან ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმნილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის. ის ტაბლეტირებული ის ატყუებს ვირუსს. თვითონ ჩაჯდება ვირუსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის მაგივრად, ხოლო თვითონ ის სიცოცხლის უუნაროა. შესაბამისად, ვირუსი კვდება. თუ აღნიშნულმა პრეპარატმა გაამართლა, მაშინ ჩვენ მივიღებთ არა მარტო ეფექტიან ვაქცინას, არამედ მედიკამენტსაც და ეს ორი კომბინაცია აუცილებელია პანდემიის მოსასპობად“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S