საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
03/05/2021 10:41:30 საზოგადოება
საპატრიარქო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს სასაფლაოზე შესვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. მისი ცნობით, "გაუგებრობა" კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
"დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა. როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა",-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


