"დიდი შვიდეული" რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექნიზმზე იმსჯელებს
03/05/2021 07:53:12 მსოფლიო
დღეს ლონდონში, "დიდი შვიდეულის" (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნითი შეხვედრა გაიმართება. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომენიკ რააბმა Reauters-ს განუცხადა, მხარეები ისაუბრებენ მექნიზმის შემქნაზე, რომელიც რუსული პროპაგადისა და დეზინფრომაციის წინააღმდეგ იმუშავებს.
"როდესაც ვხედავთ ტყუიელბს, პროპაგანდის ან ყალბი ამბების გამოქვეყნებას, ჩვენ შეგვიძლია - არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გავერთიანდეთ, რომ მოვიგერიოთ და სიმართლე ვუთხრათ ამ ქვეყნების ხალხს",– განაცხადა რააბმა.
ბრიტანეთი, აშშ და ევროპის უსაფრთხოების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ უნდობლობის დათესვას დასავლეთში, არჩევნებში დეზინფორმაციის გავრცელებით ან COVID-19 ვაქცინების შესახებ ტყუილების თქმით.
რუსეთი უარყოფს ჩარევას მის საზღვრებს მიღმა და ამბობს, რომ დასავლეთი ანტირუსულმა ისტერიკამ მოიცვა. რაც შეეხება ჩინეთს, აქ აცხადებენ, რომ დასავლეთი მოძალადეა.
ბრიტანეთმა რუსეთი დაასახელა, როგორც მისი უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე, თუმცა იგი ჩინეთს განიხილავს როგორც მის უდიდეს გრძელვადიან გამოწვევას, სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თვალსაზრისით.


