Accentnews.ge
ბლინკენი: "ჩვენი ჯარების სახლში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავღანეთს ვტოვებთ"

ბლინკენი: "ჩვენი ჯარების სახლში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავღანეთს ვტოვებთ"

03/05/2021 07:10:12 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ–ისა და NATO-ს სამხედრო კონტიგენტის სახლებში დაბრუნება, არ ნიშნავს, რომ ისინი ავღანეთს ტოვებენ.

CBS News- ის კითხვაზე, "ემზადება თუ არა ვაშინგტონი ყვლაზე ცუდი სცენარისთვის მას, შემდეგ რაც ავღანეთს დატოვებს?", – ბლინკენმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენ ავღანეთში 20 წელიწადია, ვართ და ზოგჯერ გვავიწყდება, რატომ შევედით იქ. ეს იყო იმ ხალხის საპასუხოდ, ვინც 9/11 მოაწყო და ჩვენ მათ პასუხი გავეცით. ის ფაქტი, რომ ჩვენი ჯარები სახლში ბრუნდებიან, არ ნიშნავს, რომ ჩვენ წავედით. იქ ჩვენი საელჩო რჩება. ის მხარდაჭერა, რომელსაც ავღანეთს ვაძლევთ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ მხარდაჭერას, განვითარებას, ჰუმანიტარულობას - ეს რჩება და არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ – პარტნიორებისა და მოკავშირეების მხრიდან".

ცნობისთვის: აშშ–ისა და NATO-ს სამხედრო კონტიგენტის გამოსვლის პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთს სექტემბრამდე დატოვებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S