Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 509 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 509 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა

03/05/2021 06:46:29 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 509 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 1 200 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა, აქედან 3 111 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 365 PCR-ით.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,81%-ია, ბოლო 14 დღის - 5%, ბოლო 7 დღის - 5,6%.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 15, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლი – ოთხი, გურიაში – სამი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 38, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – ხუთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ორი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 298, აჭარაში – 483, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში – 10, იმერეთში – 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 – თბილისში, 305 – აჭარაში.

9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 593 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 750 პირი, აჭარაში – 2 503, იმერეთში – 1 212.

ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 954-ს შეადგენს. აქედან 294 252 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 163 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S