Accentnews.ge
"უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს"

"უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს"

03/05/2021 06:19:06 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის პროცესს.

"უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა ამჟამად უფრო მეტი ძალები განალაგა, ვიდრე – 2014 წელს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ვიცით ბატონი პუტინის განზრახვა. არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც მას შეეძლო ან აირჩია, რომ არ გაეკეთებინა. რაც ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახეთ, აშკარად გადაწყვეტილია, რომ ამ ძალების ნაწილი უკან გავიდეს და ზოგიერთ შემთხვევაში უკან დახევის ფაქტიც ვნახეთ. ჩვენ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს", – განაცხადა ბლინკენმა CBS News​–თან ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, ბლინკენი გეგმავს, უკრაინას მიმდინარე კვირას ეწვიოს.

ცნობისთვის: თავად ბლინკინის მამის დიდი ბაბუა მეირ ბლინკინი 1904 წელს ემიგრაციაში წავიდა ნიუ-იორკში უკრაინიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S