Accentnews.ge
ბლინკენი განმარტავს, გეგმავს თუ არა აშშ ჩინეთთან სამხედრო დაპირისპირებას

ბლინკენი განმარტავს, გეგმავს თუ არა აშშ ჩინეთთან სამხედრო დაპირისპირებას

03/05/2021 06:04:59 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩინეთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო აგრესიულად მოქმედებს.

CBS News- ის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ვაშინგტონი პეკინთან სამხედრო დაპირისპირებას, ბლინკენმა შემდეგი განაცხადა:

"სამხედრო დაპირისპირება ეწინააღმდეგება როგორც ჩინეთის, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს. ვაშინგტონის ინტერესებში არ შედის ვიაროთ ამ მიმართულებით, ან მივიდეთ ამ წერტილამდე. თუმცა არ მივცემთ ჩინეთს საშუალებას, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს. რისი მოწმენიც ვართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ის, რომ ჩინეთი უფრო რეპრესიულად მოქმედებს სახლში და უფრო აგრესიულად ქვეყნის ფარგლებს გარეთ".

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში "ძლიერ შეშფოთებას იწვევს ინტელექტუალური საკუთრების საკითხები":

"ჩვენ პეკინს ვეუბნებით, რომ ეს ქმედება არ იქნება შეწყნარებული და ვერ იქნება შეწყნარებული".

შეგახსნებთ, რომ ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა ვაჭრობასთან, ჯაშუშობასა და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების გამო. კერძოდ, აშშ ჩინეთს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სავაჭრო საიდუმლოებისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S