თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავა
02/05/2021 20:00:38 მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებულ ლიდერთან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან დაახლოებული პირი სტამბოლში დააკავა.
თურქული მედიის ინფორმაციით, კოდური მეტსახელით ASIM-ით ცნობილი ავღანეთის მოქალაქე ქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე ათაშეჰირის რაიონში აიყვანეს.
არსებული ცნობებით, აღნიშნული პირი ჩართული იყო ალ-ბაღდადის მიმავლის პროცესში სირიაში, იდლიბის პროვინციაში. გარდა ამისა, მონაწილეობდა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩატარებულ წვრთნებში და ტერორისტული ორგანიზაციის „ლიდერთა საბჭოს“ მუშაობაში.
თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ქვეყანაში ყალბი პასპორტითა და პირადობის მოწმობით შევიდა.


