შეზღუდვები, რომლებიც 3 მაისიდან ამოქმედდება
02/05/2021 19:04:15 საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4-11 მაისს უქმე დღეები გამოცხადდა და იცვლება რეგულაციებიც. კერძოდ:
- 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
- 4 მაისის ჩათვლით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე;
- უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას;
- ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე.


