Accentnews.ge
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულია

02/05/2021 15:47:24 საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულია. ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს რეიტინგის 44-ე ნომერს – გერმანელ იან ლენარდ შტრუფს ორ სეტში 6-4, 7-6 აჯობა. თამაში ორ საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი თვის წინ დოჰას საერთაშორისო ტურნირიც მოიგო, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი 7-6, 6-2 დაამარცხა.

ბასილაშვილი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე 35-ე ნომერი ფრანგი ბენუა პერი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S