Accentnews.ge
მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტი სასაფლაოზე დააკავეს

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტი სასაფლაოზე დააკავეს

02/05/2021 15:42:44 საზოგადოება

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს.

აქტივისტების ცნობით, ნიკა ნარსია მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რის გამოც დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ურეხის სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონიც. მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.

შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება დაკრძალვის პროცესზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S