ფხენიანი: „ბაიდენმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლის ატანაც შეუძლებელია"
02/05/2021 08:55:00 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აკრიტიკებს კონგრესში გაკეთებული განცხადების გამო, რომ ფხენიანი ამერიკისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად რჩება.
„ბაიდენმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლის ატანაც შეუძლებელია. ჩრდილოეთ კორეა იძულებული იქნება, მიიღოს შესაბამისი ზომები და დროთა განმავლობაში შეერთებული შტატები კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცერელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარი ფხენიანისადმი მტრული პოლიტიკითაა განპირობებული.


