Accentnews.ge
ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

02/05/2021 07:08:35 საზოგადოება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში 55 წლის ქალი კოვიდ-სასტუმროში გარდაიცვალა.

უწყების ცნობითვე, პაციენტს თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმედღიანი ცხელება. 23 აპრილს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში.

როგორც სამინისტრო იუწყება, პაციენტს 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, 30 აპრილს საღამოს 21:30 სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე.

1 მაისს, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

გარდაცვლილი ქალის ახლობლების თქმით, პაციენტს დღეს დილით ვერ დაუკავშირდნენ, რის გამოც მისი ნომრის კარის შემტვრევა გახდა საჭირო.

ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 99 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა, კლინიკა დატოვა 14 ადამიანმა. მართვით სუნთქვაზეა 11 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S