კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და სამ რეგიონში გამოვლინდა
02/05/2021 06:58:39 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი დედაქალაქშზე მოდის. კერძოდ,
- თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა,
- აჭარაში – 114,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94,
- იმერეთში – 84,
- კახეთში – 45,
- მცხეთა-მთიანეთში – 45,
- შიდა ქართლში – 33,
- ქვემო ქართლი – 31,
- გურიაში – 19,
- სამცხე-ჯავახეთში – რვა,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


