Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების 1 000–მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

კოვიდ–ინფიცირების 1 000–მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

02/05/2021 06:50:07 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 988 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა1 595 პაციენტი, კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 151-ს შეადგენს.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,18%–ია, ბოლო 14 დღის – 4,99%, ბოლო შვიდი დღის – 5,47%.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13752 კვლევა, აქედან 5904 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7848 PCR-ით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 6 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 45 344 ადამიანია აცრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S