Accentnews.ge
რიკოთთან მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

რიკოთთან მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

02/05/2021 06:36:27 საზოგადოება

თბილისი – ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და მოწყდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.

შემთხვევა რიკოთის მონაკვეთზე, მატარებლის გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.

"ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა",- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S