კახი კავსაძე მეუღლის გვერდით დაკრძალეს
01/05/2021 11:44:26 საზოგადოება
ოჯახის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლი გვერდით დაკრძალეს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მსახიობის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფომ გაიღო.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.


