Accentnews.ge
ექიმი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიოდა, COVID-19–ით გარდაიცვალა

ექიმი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიოდა, COVID-19–ით გარდაიცვალა

01/05/2021 07:53:28 მსოფლიო

კენიელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, ინფექციამ იმსხვერპლა, – იუწყება BBC.

კენიის კათოლიკე ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი სტივენ კარანჯა გამოსავალს ორთქლით ინჰალაციას და ჰიდროქსიქლოროქინის აბებში ხედავდა. თუმცა მას კენიის კათოლიკური ეკლესია და კოლეგების დიდი ნაწილი ემიჯნებოდა.

გარდაცვალებამდე ექიმი კარანჯა ამბობდა, რომ არსებობს წამლები, რომელიც კოვიდ-19-ს ეფექტიანად ებრძვის და ვაქცინაცია სრულებით არ არის საჭირო. ის ფორუმებში იღებდა მონაწილეობას, რათა ვაქცინის წინააღმდეგ გამოსულიყო და მედიკამენტების - ჰიდროქსიქლოროქინისა და ივერმექტინის კოქტეილზე, ასევე - ორთქლით ინჰალაციის ეფექტიანობაზე ესაუბრა.

მეან-გინეკოლოგი სტივენ კარანჯა კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ცნობისთვის: კენიამ კოვაქსპლატფორმის საშუალებით ვაქცინის მილიონზე მეტი დოზა მიიღო. ქვეყანაში ინფიცირების 160000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2707 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S