კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქსა და ორ რეგიონში დაფიქსირდა
01/05/2021 07:19:16 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან უმეტესობა, 653 შემთხვევა - თბილისში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:
აჭარა - 144
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102
იმერეთი - 83
ქვემო ქართლი - 41
შიდა ქართლი - 36
გურია - 22
კახეთი - 35
მცხეთა-მთიანეთი - 25
სამცხე-ჯავახეთი - 6.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 129 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4,87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5,13%.
COVID-19-ით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსს 4 130 პირი ემსხვერპლა.
გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - ბოლო 24 საათში ვირუსისგან 690 პირი განიკურნა.


