
ცნობილი რუსი ჩოგბურთელის მხარდაჭერა ქართველებს (ვიდეო)
17/07/2019 07:57:27 სხვა, საზოგადოება
ვეტერანმა რუსმა ჩოგბურთელმა ევგენი კაფელნიკოვმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ჩოგბურთელი "ნატახტარის" ლიმონათს სვამს და ხინკალს მიირთმევს. მან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, ამჯერად ბორჯომთან დაკავშირებით.
— Kafelnikov Yevgeny (@KYevgeni) July 12, 2019
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.