Accentnews.ge
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება

30/04/2021 18:39:26 მსოფლიო

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს. ვესაუბრე ჩემს რუს კოლეგას. ვცდილობთ, სამიტი ამ ზაფხულისთვის დავგეგმოთ“, – განაცხადა სალივანიმ.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მანამდე, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, ივნისში შედგეს.

იხილეთ ასევე: ბაიდენს პუტინთან უკრაინის მთლიანობის საკითხის განხილვა სურს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S