Accentnews.ge
ავღანეთში ტერაქტს სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ტერაქტს სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

30/04/2021 18:33:55 მსოფლიო

ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში აფეთქების შედეგად დაშავებული 40 ადამიანი გადაიყვანეს.

თავდასხმა 30 აპრილს ლოგარის პროვინციის დედაქალაქ პულ-ე ალამის ერთ-ერთი სასტუმროს წინ განხორციელდა. მასზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

ავღანეთში ძალადობამ კიდევ უფრო იმატა ბოლო კვირების განმავლობაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ნატომ განაცხადეს, რომ 11 სექტემბრამდე ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები თავიანთ ჯარებს ავღანეთიდან საბოლოოდ გაიყვანენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S