Accentnews.ge
ლატვია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საპატიო საკონსულო სლავიანსკში გახსნა

ლატვია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საპატიო საკონსულო სლავიანსკში გახსნა

30/04/2021 18:25:30 მსოფლიო

ლატვია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საპატიო საკონსულო გახსნა კიევის კონტროლის ქვეშ არსებული დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში.

უკრაინაში ლატვიის საელჩოს ცნობით, სლავიანსკში დიპლომატიური წარმომადგენლობა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიხარდ კოლსმა გახსნა. საპატიო კონსულად კი ადგილობრივი ალექსანდრ პავლენკო დაინიშნა.

როგორც განიმარტა, საკონსულოს სლავიანსკში გახსნა ლატვიის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის მორიგ ნიშანს წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის: ლატვიას თავისი საპატიო საკონსულოები გახსნილი აქვს ასევე ლვოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში, ზაპოროჟიესა და ჩერნოვცში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S