Accentnews.ge
„ინდური შტამის შესახებ მწირი ცოდნაა“ – ცერცვაძე კორონავირუსის გავრცელებულ შტამებზე საუბრობს

„ინდური შტამის შესახებ მწირი ცოდნაა“ – ცერცვაძე კორონავირუსის გავრცელებულ შტამებზე საუბრობს

30/04/2021 17:45:01 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გავრცელებული არ არის.

ამასთან, როგორც ცერცვაძე ამბობს, ინდური შტამის შესახებ სედარებით მწირი ცოდნაა.

„საქართველოში შესაძლებელია, გავრცელდეს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გავრცელებულა. ისე შეუძლებელი არაფერია, რაღაც დროს ალბათ, გავრცელდება. ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურთან შედარებით, ინდური შტამის შესახებ მწირი ცოდნაა: ვარაუდობენ, რომ ცოტა მეტი მუტაციაა, ვიდრე იყო ბრიტანულ შტამში. ჯერ–ჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ როგორც ბრიტანული შტამი, ისიც უფრო მარტივად გადამდებია, უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტი არაფერი. რაც შეეხება ვაქცინას, ოფიციალური განცხადებაა, რომ ლიდერი ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და ჩინური, ისინი ინდური შტამისგანაც იცავენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, მან ბრიტანულ შტამზეც ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში ვრცელდება:

„ვარაუდობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ბრიტანული შტამია. მას ახასიათებს სწრაფი გავრცელება, მარტივი გადამდებობა და ახალგაზრდებს, ბავშვებს უფრო ადვილად ასნებოვნებს, ვიდრე ჩინური შტამი. ვაქცინა მისგან გვიცავს. სიმძიმე დაახლოებით ერთნაირია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე მოქალაქეებს სააღდგომო რიტუალების შესრულებისას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S