Pfizer–მა აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო, მილიარდი დოზა სხვადასხვა ქვეყნებში გაიგზავნება
30/04/2021 14:45:31 მსოფლიო
Pfizer–მა აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო. Pfizer Kalamazoo-ს მიერ დამზადებული ვაქცინის პირველი დოზები მექსიკამ მიიღო,– იუწყება „როიტერი“.
ეს ადგილობრივი წარმოების ვაქცინის უცხო ქვეყნისთვის მიწოდების პირველი შემთხვევაა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებელი კვირაში 25 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის დამზადებას გეგმავს და ივლისის ბოლოსთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 300 მილიონი დოზის მიწოდება შეეძლება.
კომპანიის განცხადებით, 2021 წლისთვის 2.5 მილიარდი დოზის დამზადებაა გეგმაში, აქედან მილიარდი დოზა სხვადასხვა ქვეყნებში გაიგზავნება.
Pfizer და მისი გერმანული პარტნიორი BioNtech SE სხვა ქვეყნებს ვაქცინით აქამდე მხოლოდ ბელგიაში არსებული საწარმოდან ამარაგებდნენ.


