ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი გარდაიცვალა
30/04/2021 10:46:08 მსოფლიო
"ევროპის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის" [ALDE] პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ნიდერლანდური მედია ოჯახის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
ჰანს ვან ბაალენი 1999-2009 წლებში იყო ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2009-2019 წლებში ევროპარლამენტის წევრი, 2009-2014 წლებში Liberal International-ის პრეზიდენტი.
ბაალენი ALDE-ს პარტიის პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან დღემდე იკავებდა.
ბაალენი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იყო. ბოლო დროს აქტიურად ავრცელებდა განცხადებებს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე.


