Accentnews.ge
პოზნერი: "როგორც კი ყველაფერი ჩაწყნარდება, აუცილებლად ისევ ჩავალ საქართველოში"

პოზნერი: "როგორც კი ყველაფერი ჩაწყნარდება, აუცილებლად ისევ ჩავალ საქართველოში"

30/04/2021 08:42:04 საზოგადოება

რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის წამყვანი, ცნობილი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი პირობას დებს, რომ სამომავლოდ საქართველოში დაბრუნდება, ბოლო მისი ვიზიტის დროს განვითარებული ცნობილი მოვლენების მიუხედავად.

"ეს ერთგვარი ტრადიციაა - მეგობრებთან ერთად უკვე ორჯერ აღვნიშნე ჩემი დაბადების დღე საქართველოში და მესამედაც გვქონდა გადაწყვეტილი. ვიმეორებ, ქართველებზე არავითარი წყენა არ მაქვს და როგორც კი ყველაფერი ჩაწყნარდება, აუცილებლად ისევ ჩავალ საქართველოში" - განუცხადა პოზნერმა გამოცემა «АиФ-Петербург»-ს.

ცნობისთვის: პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტის გამო მათ ქვეყანის დატოვება 1 აპრილს დილით მოუწიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S