NATO–ს მისიაში ჩართულმა ქვეყნებმა ავღანეთიდან კონტიგენტის გამოყვანა დაიწყეს
30/04/2021 07:15:39 მსოფლიო
NATO–ს მისიაში ჩართულმა ქვეყნებმა ავღანეთიდან გამოსვლა დაიწყეს. ალიანსის განცხადებით, გუშინ ქვეყანა 7000–მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა. ისინი ავღანეთში NATO–ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით იმყოფებოდნენ.
ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა გაყვანა აშშ–მა 26 აპრილიდან დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ. მანამდე, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის თარიღი 1 მაისი იყო.
როგორც უკვე ცნობილია, NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით ავღანეთს სექტემბრამდე დატოვებენ.


