Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1476 შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 15 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1476 შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 15 პაციენტი

30/04/2021 06:47:17 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1476 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ჩატარდა 27 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090, „პისიარ“ ტესტით – 16 805.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29% ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 4,85%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 427, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 71, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, მათგან თბილისში - 98, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 402 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 14.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 406 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 989 პირი, აჭარაში - 2 767, იმერეთში - 1 314.

სულ აცრილია – 45 338 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 729.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 310 310 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 290 767 პირი გამოჯანმრთელდა, 4 110 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S