ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტვის გამო, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა
30/04/2021 06:32:58 მსოფლიო
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტვის გამო, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა. მედიკოსების თქმით, 103 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს "მძიმე კატასტროფა" უწოდა.
ჭყლეტვა იმ დროს მოხდა, როცა ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი მე-2 საუკუნის ბრძენის, რაბი შიმ ბარ იოჩიის საფლავთან მივიდა, სადაც ყოველწლურად მის ხსონვას პატივს მიაგებენ. ლაგ ბა-ომერის ფესტივალი ღამის ლოცვას, მისტიკურ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს.
ისრალეის პოლიციაში აცხადებენ, რომ მთის ფერდზე ტევადობა იგივე იყო, რაც გასულ წლებში, თუმცა კოცონის გარშემო შესაკრებად უბნები დაანაწევრეს, რადგან COVID-19 საფრთხის გამო მასის დაყოფა უნდოდათ. მედია ამბობს, რომ შესაძლოა, ამან ფეხით გადაადგილებისას მოულოდნელობა შექმნა, რასაც ჭყლეტვა მოჰყვა.


