ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა
30/04/2021 05:57:11 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ დიპლომატმა ტელეკომპანია „სიბიესის“ გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული ძალების უკან დახევა შეინიშნება.


