საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა
29/04/2021 18:26:39 საზოგადოება
„სინოვაკის“ ვაქცინების 100 000 დოზა საქართველომ უკვე მიიღო.
ვაქცინებით დატვირთული „ვიზეარის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.
პრეპარატი ჩინეთმა საქართველოს საჩუქრად გადასცა.
6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.


