Accentnews.ge
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა

29/04/2021 11:47:28 საზოგადოება

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. გიორგი ტყემალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა.

„2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება შემდეგ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებები, ჯანდაცვისა და სოციალური ღონისძიებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, ბიუჯეტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატა ახალი პროგრამა – 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S