ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი და როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 30%-ს მიაღწევს, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი შესაძლებელი იქნება
29/04/2021 11:39:35 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი და როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 30%-ს მიაღწევს, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი.
„ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა მოსახლეობის მხოლოდ 2% გვყავს აცრილი და 2% ვერანირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა სადღაც 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ყველანაირი შეზღუდვები, ალბათ, მოიხსნება, ყველაზე ბოლოს „კომენდანტის საათი“ დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95%. თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე,“- განაცხადა ცერცვაძემ.


