მარნეულის მერიასთან გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
29/04/2021 11:00:51 საზოგადოება
მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, ხმაურია.
აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის გიორგი მუმლაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.


