„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველო კვლავ მე-60 ადგილს იკავებს
29/04/2021 09:00:01 საზოგადოება
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს 28.64 ქულა აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას გასულ წელსაც მე–60 ადგილზე იყო.
აბგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მედია პლურალისტურია, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია.
დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლების რეფორმებით გაუმჯობესდა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმი, მაგრამ მფლობელები და მმართველები ჯერ კიდევ ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.
„ეს ცხადი იყო ოპოზიციურ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რომლის სარედაქციო პოლიტიკამ სრული ცვლილება განიცადა მას შემდეგ, რაც არხი დაუბრუნდა წინა მფლობელს. ეს ჩანდა აჭარის ტელევიზიით, რეგიონული საზოგადოებრივი ტელეკომპანიით, რომელმაც დაიწყო მმართველი პარტიის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ და ჟურნალისტები გაათავისუფლეს. აშკარაა შემაშფოთებელი ტენდენცია მცდელობების, რომ მედია საშუალებებში ჩაერიონ უსაფრთხოების სამსახურები და მედიის მარეგულირებელი – კომუნიკაციების კომისია, რომლის პრივილეგიები თანდათან ვრცელდება მეთვალყურეობაზე და ცენზურაზე. მისი ონლაინ პლატფორმა, სახელწოდებით „მედიაკრიტიკა“ სწავლობს მედიის შინაარსს და არის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციის ტენდენციები, პოლიცია ზოგჯერ თავს ესხმის ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს და ამას სრულად დაუსჯელად აკეთებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.


