მარტში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა
29/04/2021 07:52:28 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო.
"2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში",- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.


