Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქსა და ორ რეგიონში გამოვლინდა

კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქსა და ორ რეგიონში გამოვლინდა

29/04/2021 07:12:57 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა,

აჭარა – 146,

იმერეთი – 79,

ქვემო ქართლი – 54,

შიდა ქართლი – 39,

გურია – 31,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99,

კახეთი – 45,

მცხეთა-მთიანეთი – 28,

სამცხე-ჯავახეთი – 8,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 095, აჭარაში – 418, იმერეთში – 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 68, იმერეთში -97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 105, აჭარაში – 14, იმერეთში – 10. 718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 217 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 203, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 28 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 543 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 415 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 21 768 პირი, აჭარაში – 2 878, იმერეთში – 1 580.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S