კოვიდ–ინფიცირების 1400–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
29/04/2021 06:45:15 საზოგადოება
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1433 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1160 პაციენტი, გარდაიცვალა 18 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 308834 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 289976, გარდაიცვალა 4095 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 185, პისიარტესტით – 17 839.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,94 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,72 პროცენტი.
სულ აცრილია – 43 568 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 767.
კარანტინის რეჟიმშია 217, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 765 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 718 პირი.
ამასთან, 28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 878 პაციენტი.


