Accentnews.ge
ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსული შეიარაღების შესყიდვის შემთხვევაში აშშ–მა მოკავშირეებს, მათ შორის, თურქეთს სანქციები დაუწესოს

ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსული შეიარაღების შესყიდვის შემთხვევაში აშშ–მა მოკავშირეებს, მათ შორის, თურქეთს სანქციები დაუწესოს

28/04/2021 20:10:07 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსული შეიარაღების შესყიდვის შემთხვევაში აშშ–მა მოკავშირეებს, მათ შორის, თურქეთს სანქციები დაუწესოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აშშ–ის მოკავშირეებს, მათ შორის, თურქეთს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსული შეიარაღების შესყიდვისგან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა და აშშ-ის ყველა სხვა მოკავშირემ და პარტნიორმა თავი შეიკავოს რუსეთისგან იარაღის შეძენისგან, მათ შორის, S-400-ების. რუსეთის თავდაცვის უწყებებთან ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგება შეიძლება, გახდეს სანქციების დაწესების მიზეზი“, – განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია 2019 წელს მიიღო.

აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S