Accentnews.ge
"ჯანმო-ს ავტორიზაცია დღეისთვის განმსაზღვრელი არ არის. 13–დან 3 ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა  დანარჩენი 10 მსოფლიოში მუშაობს"

"ჯანმო-ს ავტორიზაცია დღეისთვის განმსაზღვრელი არ არის. 13–დან 3 ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა  დანარჩენი 10 მსოფლიოში მუშაობს"

28/04/2021 19:51:48 საზოგადოება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ჯანმო-ს ავტორიზაცია დღეისთვის განმსაზღვრელი არ არის.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 13–დან 3 ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა დანარჩენი 10 მსოფლიოში მუშაობს:

„არის ხალხი, რომელსაც უნდა ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, მისცემს თუ არა ჯანმო ვაქცინას ავტორიზაციას. ეს ამ ადამიანთა გაცნობიერებული არჩევანია. ჯანმო-ს ავტორიზაცია დღეისთვის განმსაზღვრელი არ არის. ცამეტი ვაქცინიდან, რომელიც მსოფლიოში გამოიყენება, მხოლოდ სამს აქვს ჯანმო-ს ავტორიზაცია, მაგრამ დანარჩენი ათი ვაქცინა მუშაობს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 28 აპრილის დილის მონაცემებით 6700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" 15 მაისამდე. აქედან, თბილისში რეგისტრირებულია 4500-მდე პირი.

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე, "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო. რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილს 20:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათის მონაცემებით, კი არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ იყო.

ჩინური ვაქცინით აცრა 5 მაისიდან დაიწყება და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

საქართველოს "სინოფარმის" 100 000 დოზა აქვს შეძენელი. დღეს გამართულ საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად, ჩინური ვაქცინით აცრას 18+ ნებისმიერი მოქალაქეებიც შეძლებენ. "სინოფარმს" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ აქვს. ჯანმო–ს საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 29 აპრილს გამოცხადდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S