"აპოლო 11"-ის ასტრონავტი მაიკლ კოლინზი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
28/04/2021 17:49:03 მსოფლიო
"აპოლო 11"-ის მიერ განხორციელებული მთვარის მისიის მონაწილე ასტრონავტი მაიკლ კოლინზი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა.
კოლინზი იყო ერთ-ერთი მთვარის მისიის ეკიპაჟის სამი წევრიდან. მაშინ როდესაც ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი ზედაპირზე დაეშვნენ, მაიკლ კოლინზი მთვარის ორბიტაზე დარჩა.
ეკიპაჟის წევრებიდან, ამჟამად მხოლოდ ბაზ ოლდრინია ცოცხალი, რომელიც 91 წლისაა.
"აპოლო 11"-ის მისია 1969 წელს განხორციელდა და იგი იყო პირველი მისია, როდესაც ადამიანი მთვარეზე გადავიდა.


