ტიკარაძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში ზაფხულში ჩამოვა
28/04/2021 14:41:54 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში ზაფხულში ჩამოვა.
“რაც შეეხება “ფაიზერს”, აქ არის გარკვეული გაუთქმელობის ხელშეკრულება, თუმცა მე შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ეს იქნება ზაფხულში”, – განაცხადა ტიაკრაძემ.
მანამდე დეპუტატმა ლევან იოსელინმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა დაესახელებინა კონკრეტული ვადები, თუ როდის შემოვიდოდა ქვეყანაში “ფაიზერის” ერთი მილიონი ვაქცინა. თუმცა ტიკარაძეს პასუხში არ დაუკონკრეტებია მილიონიდან რამდენი დოზა შემოვა საწყის ეტაპზე.


