"ფაიზერის" განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო წამალი შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე იყოს მზად
28/04/2021 13:28:03 მსოფლიო
"ფაიზერის" განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო წამალი PF-07321332 შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს იყოს მზად.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ CNBC–ს განუცხადა, PF-07321332–ის პირველი ფაზის მონაცემები იმედისმომცემია.
მისივე თქმით, ამჟამად "ფაიზერი" ორ კოვიდ–საწინააღმდეგო წამალზე მუშაობს. PF-07321332 მიღება შესაძლებელია ორალური გზით და სახლში, ხოლო მეორე პრეპარატი ვენაში უნდა გაკეთდეს და მისი მიღება საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი. ბურლას განცხადებით, პრეპარატთან დაკავშირებით კომპანია დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ზაფხულში მიაწვდის.


