Accentnews.ge
ზელენსკიმ პუტინს ვატიკანში შეხვედრა შესთავაზა

ზელენსკიმ პუტინს ვატიკანში შეხვედრა შესთავაზა

28/04/2021 13:26:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლად მიაჩნია, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები ვატიკანში გამართოს.

"ვატინაკი მართლაც იდეალური ადგილია სამშვიდობო დიალოგისთვის. წმინდა საყდარი - ეს გლობალური მორალური ავტორიტეტია, რომელიც ყოველთვის ეფექტურად ასრულებდა შუამავლის როლს, ვინაიდან მიუკერძოებელია და კონფლიქტის ყველა მხარის ნდობას იწვევს", - განმარტა ზელენსკიმ La Repubblica-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, "ვატიკანი განსხვავდება სხვა მსოფლიო აქტორებისგან: იგი რჩება წმინდად მორალურ ძალად და ყოველთვის მიუკერძოებლად მოქმედებს, არ გააჩნია რა სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები".

"ესოდენ ავტორიტეტულ შუამავალს შეუძლია, დაამკვიდროს ნდობა, რომელიც ამ დრომდე გვაკლდა შეთანხმების მიღწევის მცდელობებში", - დასძინა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S